Blog

ხშირად დასმული კითხვები

მიიღეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე და დაგვიკავშირდით, თუ კი გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები 

როგორ უნდა მივხვდე, რომ მილების გაწმენდა არის საჭირო?

მილების გაწმენდის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც შეატყობთ, რომ სამზარეულოს ნიჟარაში, აბაზანის პირსაბანსა ან სხვა სველ წერტილში წყალი არ იცლება.
ასევე, მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება უსიამოვნო სუნს. თუ კი ნიჟარიდან იგრძნობა არასასიამოვნო სუნი, დროა მილები გაწმინდოთ.
დააკვირდით რა მდგომარეობაშია კორპუსის ჭა. თუ კი წყალი გუბდება, უსიამოვნო სუნი ამოდის ჭიდან ან, უარეს შემთხვევაში კორპუსის დაბალი სართულების დატბორვა შეინიშნება, ჭის გაწმენდის დროა. 

რეკომენდირებულია თუ არა მილების საწმენდი სითხეების (ე.წ. "კროტის") გამოყენება?

ხშირად, როდესაც შიდა გაჭედილობის პრობლემა დაგვიდგება, ჩვენ მივმართავთ მილების საწმენდ სითხეებსა და ფხვნილებს. ასეთი სითხეების გამოყენება რეკომენდირებულია, უმეტესად, ისეთ მილებში, სადაც წყალი არ დგება (მაგალითად, სამზარეულოს ნიჟარა ან აბაზანის პირსაბანი).
მილების საწმენდი სითხეების გამოყენება ყველაზე ხელსაყრელია შიდა გაჭედილობის დაფიქსირებამდე. გაჭედილობის გაწმენდა ასეთ სითხეებს ყოველთვის არ შეუძლია და შესაძლოა უარესი პრობლემაც კი შეიქმნას სითხის მიერ მილში გაჭედილი ნარჩენების გამაგრებით.

შიდა გაჭედილობის გაწმენდისთვის ყველაზე ეფექტური და უვნებელი მეთოდი ტროსია.

რეკომენდირებულია თუ არა, რეგულარული (2-3 თვეში ერთხელ) წმენდა?

პროფილაქტიკის მიზნით ტროსით მილების რეგულარული წმენდა არ არის რეკომენდირებული. მილებას დაზიანებას ეს პროცესი არ იწვევს, თუმცა, გაჭედილობის თავიდან აცილებისთვის სხვა მეთოდების გამოყენებაც შეიძლება. 

აზიანებს თუ არა წყლის ჭავლი ან ელექტრო ტროსი მილებს და გაყვანილობას?

წყლის ჭავლი, მილების გაწმენდის უსაფრთხო მეთოდია. ელექტრო ტროსი კი, არ გამოიყენება შიდა გაყვანილობის გაწმენდის დროს, რადგანაც, აქ საქმე უფრო წვრილ მილებთან გვაქვს და არსებობს მილის დაზიანების საშიშროება.
ამ ფაქტორებს პროფესიონალი გუნდი შეაფასებს და ამის მიხედვით გირჩევთ გაწმენდის მეთოდს. 

რატომ იჭედება ხშირად შიდა გაყვანილობა და რა შეიძლება გავაკეთო ამის პრევენციისთვის?

ის, თუ რამდენად ხშირად იჭედება შიდა გაყვანილობა, დამოკიდებულია მილების მოწყობაზე, მათ სიძველესა და გამოყენებაზე.

შიდა გაყვანილობის გაწმენდისას, პრობლემა ხომ არ შეექმნებათ ჩემს მეზობლებს (მილებზე, თავიანთ გაყვანილობაზე)?

შიდა გაყვანილობის გაწმენდა არ შეუქმნის თქვენს მეზობლებს პრობლემას.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით და ერთად მოვაწესრიგოთ თქვენი შენობის შიდა თუ გარე საკანალიზაციო სისტემა.

 საქართველოს მასშტაბით

ყველა ქალაქში

en_USEnglish